endTB პროექტის შესახებ

Expand new drug markets for TB

ტუბერკულოზისთვის ახალი მედიკამენტების ბაზრის გაფართოება (endTB) ეფუძნება პარტნიორულ ურთიერთობებს ორგანიზაციებს შორის „პარტნიორები ჯანმრთელობისთვის“, „ექიმები საზღვრების გარეშე“ და „ინტერაქტიული კვლევა და განვითარება“ და პროექტის ფინანსური პარტნიორია უნიტეიდი.

endTB იყენებს ტუბერკულოზის სამკურნალო პირველ  ახალ მედიკამენტებს, ბედაქილინსა და დელამანიდს, რომელთა შემუშავებასა და წარმოებას 50 წელი დასჭირდა, ახალი მედიკამენტები ხელს შეუწყობს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გამოსავლების გაუმჯობესებას 17 ქვეყანაში.

ბრძოლა რეზისტენტული ტუბერკულოზის წინააღმდეგ

 

ტუბერკულოზმა გაუსწრო შიდსს, როგორც ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადება მსოფლიოში და მსოფლიო უძლური ხდება მულტირეზისტენტული ტუბერკულოზთან (MDR TB) ბრძოლაში, რაც იმას ნიშნავს რომ ტუბერკულოზის სამკურნალო პირველადი მედიკამენტები არაეფექტურია.

მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (MDR-TB) მკურნალობა ხანგრძლივია, ნაკლებად ეფექტური და ხშირად იწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს ფსიქოზისა და შეუქცევადი სიყრუის ჩათვლით.

მკურნალობის გამოსავალი არასახარბიელოა. 2016 წელს მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის კანდიდატი 600,000 პაციენტიდან მხოლოდ 22%-მა მიიღო შესაბამისი მკურნალობა. 2016 წელს, მხოლოდ 54%-ში დაფიქსირდა წარმატებული მკურნალობის გამოსავალი.

წარმატებული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი გადაეცემა ოჯახების წევრებსა და თემში და ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.   

მოთხოვნის გამოვლენა, ბაზრების ფარათოვება

endTB მიზნად ისახავს გაზარდოს ხელმისაწვდომობა ტუბერკულოზის სამკურნალო  ახალ მედიკამენტებზე. აღნიშნული ნიშნავს რომ გამოვლინდეს მოთხოვნა ახალი მედიკამენტების მიმართ.

ვინაიდან ბედაქილინისა და დელამანიდის წარმოებას ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში,  მათი მწარმოებლები ფოკუსირებული არიან რომ ეს მედიკამენტები გამოჩნდეს ბაზარზე; მათ არ გააჩნიათ ბერკეტი ხელი შეუწყონ ახალი მედიკამენტების შემცველი მკურნალობის რეჟიმების შექმნას (მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც მნიშვნელოვანია ტუბერკულოზისთვის). endTB-ის ძალისხმევის გარეშე ახალი მკურნალობის რეჟიმებით კვლევა არ ჩატარდებოდა.   

ვინაიდან ახალი მედიკამენტების ოპტიმალური გამოყენების შესახებ მტკიცებულებები ნაკლები გვაქვს, ჩვენ აგრეთვე არ ვიცით ბაზარზე ამ მედიკამენტებისადმი მოთხოვნის მასშტაბი და რამდენი პაციენტი მიიღებს სარგებელს მათგან. ექსპერთა აზრი მიუთითებს იმაზე რომ ეს მედიკამენტები შეიძლება გახდეს მრავალი პაციენტისთვის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც კარდინალურად შეცვლის მათ მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.    

endTB პროექტის ოთხი ძირითადი მიზანი

ტუბერკულოზის სამკურნალო ახალი წამლების გამოყენებით, endTB მიზნად ისახავს:  :

  1. გაიზარდოს ახალი მედიკამენტების გამოყენება 17 ქვეყანაში (სულ მცირე 2600 პაციენტი) და შესწავლილ იქნას შედეგები
  2. ჩატარდეს კლინიკური კვლევა 6 ქვეყანაში (750 პაციენტისთვის), რათა გამოინახოს უფრო მარტივი, ნაკლებად ტოქსიური, უფრო ეფექტური გზები მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ
  3. შემცირდეს ბარიერები, რაც განაპირობებს ამ მედიკამენტებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდას 17 ქვეყანაში, სადაც მუშაობს endTB პროექტი.   
  4. გაზიარებულ იქნეს კვლევის შედეგები და მონაცემები და გაუმჯობესდეს მკურნალობა ყველგან  

გაიგეთ უფრო მეტი

ტექნიკური რესურსები

  • endTB პროექტის სახელმძღვანელო დოკუმენტებისთვის, გთხოვთ იხილოთ ჩვენი  რესურსების სექცია.
  • იხილეთ endTB გვერდი ClinicalTrials.gov.-ზე (დამატებითი ბმული)

endTB welcomes UNITAID’s Grant extension

26 September 2018

Boston/Paris/Dubai, September 26, 2018. Partners In Health (PIH), Médecins Sans Frontières (MSF), and Interactive Research & Development (IRD) welcome Unitaid’s commitment to ending Tuberculosis, by investing an additional $21 million in the endTB project.

Read more

PIH MSF MSF UNITAID